პოლიტიკოსები საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურებიან, რომელშიც საქართველოში 2022 წელსა და 2021-ი წლის მიწურულს მომხდარი ფაქტებია თავმოყრილი. საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით, უკანონო თვალთვალი, ასევე ქალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობაა დასახელებული. ანგარიშში თავმოყრილი გამოწვევების ჩამონათვალი, ოპოზიციის განცხადებით მძიმეა, თუმცა მათი თქმით მნიშვნელოვანია რომ ანგარიშში, საუბარი მედიის თავისუფლების ხარისხს შეხეეხება. ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სამართლებრივ თუ კანონშემოქმედებით ნაწილში ქვეყანა მნიშვნელოვნად ვითარდება და ეს ძალიან ბევრ ავტორიტეტულ საერთაშორისო ანგარიშსა თუ ექსპერტის მოსაზრებებშია აღნიშნული.