მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვს შეხვდა. როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, თუ რა სტრატეგია აქვს დაცვის მხარეს და რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას იმისათვის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი განხორციელდეს და ექსპრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს. ხაჭაპურიძის თქმით უკრაინულ მხარეს გარკვეული კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, აქვსს თუ არა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება და რომელ სახელმწიფოებს გაუწევს საქართველოს მთავრობა რეკომენდაციას, რომ ექსპრეზიდენტის საკითხში ამ სახელმწიფოების ლიდერები ჩაერთონ და მოლაპარაკებების შედეგად სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ.