რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი ამბის შესახებ დაიწერა. მოქალაქე მაცაცო მეგრელიშვილმა ობლად დარჩენილ ბავშვებზე დაწერა და საზოგადოებას მათი დახმარებისკენ მოუწოდა.
"ძალიან მიმძიმს ამ სულის შემძვრელი ამბის მოყოლა. 29 დეკემბერს, საგარეჯოში 3 თვის ჩვილი დაიღუპა. დილით, როდესაც მისმა დედამ შვილის სუნთქვა ვეღარ იგრძნო, მასაც გული გაუსკდა და ადგილზე დაიღუპა.
ახლა მის ობლად დარჩენილ ოთხ შვილს, რომელიც ეპილეფსიით დაავადებული ბებიის იმედად დარჩნენ, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ, ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
ბავშვები, რომლებიც ამ ოჯახში ცხოვრობენ: ტარიელი, 18 წლის. ქეთი,14 წლის. კონსტანტინე, 8 წლის. რეზი, 5 წლის.
ისე, როგორც არასდროს, ახლა დავუდგეთ ამ ოჯახს გვერდით. ამ ტკივილს, რაც ახალ წელს, ამ ოჯახმა განიცადა, ვერაფერი შეამსუბუქებს, თუმცა მცირედით მაინც შევძლოთ, გვერდში დგომა. ბავშვების ასაკი და სქესიც მითითებულია, ვისაც რა შეგვიძლია. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საკვები . ხვალ, ნუ იყიდით ერთ კოლას, საღეჭ რეზინს ან თუნდაც შოკოლადს და ის თუნდაც 1 ლარი, გაიღე მათთვის" - აღნიშნულია ინფორმაციაში... განაგრძე კითხვა Ambebi.ge-ზე