ფოთის მერია - შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც უამინდობისგან მიყენებულ ზარალს აღწერს - Palitra News

ფოთის მერია - შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც უამინდობისგან მიყენებულ ზარალს აღწერს

2023-01-12 15:26:44+04:00

ფოთში, მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზას ათავისუფლებდნენ და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებებს ატარებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა შესულ შეტყობინებაზე შესაბამის სამსახურებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის დიდი ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება და შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს შესაბამისად აღწერს.