საქართველოს ექსპრეზიდენტის დედა, სავარაუდოდ მისი მონაწილეობით გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობას არ ადასტურებს. გიული ალასანიას თქმით, პროპაგანდა, იმასთან დაკავშირებით თითქოს ის და მისი შვილი რუსეთის აგენტები არიან, არასერიოზულია. ალასანია ყურადღებას ჩანაწერის გავრცელების დროზე ამახვილებს და ამბობს რომ ეს სააკაშვილის სასამართლო პროცესებს უკავშირდება. ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს გიორგი გახარიას პარტიაც.