ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანდრეი დმიტრიევი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია დმიტრიევის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელა. 41 წლის პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით ბელარუსის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გავრცელებია, უცნობია დაკავების მოტივიც.
ანდრეი დმიტრიევი ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე და მოძრაობა „ილაპარაკე სიმართლეს“ ლიდერია. 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მე-4 ადგილი დაიკავა.