32 წლის მეკარე გიორგი მაკარიძემ ესპანური "პონფერადინა" 10 იანვარს დატოვა და პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
"მარიტიმუს" თავკაცი ხოსე გომესია, რომელიც მაკარიძის მწვრთნელი "ალმერიასა" და "პონფერადინაში" იყო და ტრანსფერი სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა.
ცნობისთვის, აქამდე მაკარიძე პორტუგალიაში 6 წელი თამაშობდა, რა დროსაც ის "ფეირენსეს“, "მორეირენსეს", "რიუ ავესა" და "სეტუბალის" ღირსებას იცავდა.