მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან, იქნება რეპლიკებიც, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება.