მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია რომ დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი,- განაცხადა მესამე პრეზიდენტის ძმამ დავით სააკაშვილმა. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ადეკვატურ პირობებში იმკურნალოს. ოპოზიციური პარტიების განმარტებით კი თავად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ დაცული იყოს მისი, როგორც მოქალაქის სიცოცხლის უფლება.