უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, იქამდე სანამ რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე იმყოფებიან. - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დოიჩე ველესთან ინტერვიუში განაცხადა. ფრანს ტიმერმანსის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინას ჰქონდეს სრული მხარდამჭერა და ომში გამარჯვება სწორედ მან მოიპოვოს. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტია ევროპის მომავლისთვის, მისი თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის.