საერთაშორისო ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა. გროზევის თქმით, ჟურნალისტები ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას გაეცნენ, რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე კონსულტაცია გაიარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია, სავარაუდოდ, არსებობდა. გროზევის ამ განცხადებას ექსპრეზიდენტის დედა გამოეხმაურა. გიული ალასანიას თქმით, დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ საქმეში საერთაშორისო კომპანიაც ჩაერთო.