საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია სახელწოდებით "გადაარჩინე მიშა" მიმდინარეობდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ექს პრეზიდნეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას, აქციაზე შეკრებილი ადამიანები განმარტავენ რომ სასამართლოს სახელისუფლებო გუნდი და ბიძინა ივანიშვილი მართავს. შესაბამისად, მათი მთავარი მოთხოვნის ადრესატი ქართული ოცნებაა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ინტენსიურ აქციებს სასამართლო პროცესების პარალელურად გააგრძელებს.