ოკუპირებულ ცხინვალში კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანი თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს. სააგენტო „რესის“ თანახმად, დაშავებული არიან დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. კერძო სახლი ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ დაიწვა. ნანგრევებში ერთი დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს