მერიაში პარლამენტთან, ჯვრის ფორმის კონსტრუქციის განთავსების ნებართვა არ იძებნება. დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, არქიტექტურის სამსახურის წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რკინის კონსტრუქცია პარლამენტის წინ უნებართვოდ დგას. საუბარია ჯვარზე, რომელიც მოძალადეთა დაჯგუფებამ 2021 წლის 5 ივლისს, პარლამენტთან დადგა.