კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ღიაა.
ამასთან, როგორც ოფიციალურმა მოსკოვმა აღნიშნა, საკუთარი მიზნების მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით "სასურველია", თუმცა უკრაინისა და დასავლეთის პოზიცია ამჟამად ხელს უშლის მოლაპარაკებების შესაძლებლობას.