მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, გლობალურ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში აქტიურად ჩაერთონ. ყოფილი პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე წერილს აქვეყნებს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებებსაც ეხმაურება. სააკაშვილი თვლის, რომ სამინისტრო არ ენდობა მის მიერ შერჩეული ექიმების დასკვნებს.