საერთაშორისო ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა.
გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელმაც პოლიტიკოსის ნიმუშები გამოიკვლია, გაიარეს კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია, სავარაუდოდ, არსებობდა.