სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექსპერტები დაიკითხებიან - Palitra News

სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექსპერტები დაიკითხებიან

2023-01-11 12:06:37+04:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ამერიკელი ექსპერტებიც დაიკითხებიან. სააკაშვილის უფლებადამცველებმა წინა სხდომაზე პროცესის ყოველდღიურად ჩატარების შუამდგომლობაც დააყენეს.