ესპანეთის სუპერთასი დღეს, 11 იანვარს საუდის არაბეთში აიღებს სტარტს. აღნიშნული ტურნირის პირველ ნახევარ ფინალში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. ჯენარო გატუზოს გუნდი საუდის არაბეთში 25 კაციანი შემადგენლობით 9 იანვარს გაემგზავრა და სწორედ იქ ემზადება მადრიდელებთან სათამაშოდ.
იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრა სრულად ჩაატარა იყო მოსაზრება მამარდაშვილის შესაძლო დასვენებაზე, თუმცა, როგორც ჩანს ვალენსიური გამოცემა „ელდესმარკე“ წერს იტალიელი სპეციალისტი კვლავ გიორგის ენდობა და ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში სწორედ ის დაიცავს ღამურების კარს.გიორგი ლა ლიგის 2022/2023 წლის სეზონში ვალენსიელთა შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა, 18 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 3 ჯერ შეინახა. მან ასევე ითამაშა ესპანეთის თასის კოპა დელ რეის პირველ შეხვედრაში, სადაც 78-ე წუთზე შეცვალეს.