ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ - Palitra News

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ

2023-01-11 10:02:21+04:00

რუსეთის განცხადებების ფონზე, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რთულია იმის შეფასება, რომელი მხარე აკონტროლებს სოლედარის ამა თუ იმ ნაწილს, რადგან ქუჩის ბრძოლებისას სიტუაცია შესაძლოა, ძალიან სწრაფად იცვლებოდეს.