თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის მკვლელობის საქმეზე შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის მკვლელობის საქმეზე შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეეფარდა

2023-01-10 20:20:49+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ყოფილ სამართალდამცავ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის უშუალო თხოვნით აჟღერებს პოზიციას, რომ ის რაიმე სახის შეღავათს არ ითხოვს და გადაწყვეტილებას სრულად სასამართლოს მიანდობს.