ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იტალიის „სერია ა“-ს მე17 ტურში უშუალო კონკურენტ ვერონასთან სტუმრად 2:0 დამარცხდა. კრემონელთა შემადგენლობაში სასტარტოში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა და მატჩის 73-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
შეხვედრის სტარტი მასპინძლებისთვის წარმატებული აღმოჩნდა, ვერონა ფურთს ფლობდა და მეტოქეზე ზეწოლას სულ უფრო და უფრო ზრდიდა, რამაც მე-9 წუთზე შედეგი გამოიღო და ლაზოვიჩმა ზუსტი დარტმით ანგარიში გახსნა, ამის შემდეგ კრემონეზემ სიტუაციის გამოსწორება სცადა, თუმცა კონტრ შეტევაზე მასპინძლებმა კარგად ითამაშეს და ლაზოვიჩმა დუბლი გაიფორმა, რამაც ლოჩოშვილის გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მეორე ნახევარში კრემონეზემ ბურთზე კონტროლი მოიპოვა და არაერთხელ სცადა გოლის გატანა, თუმცა მიზნის მიღწევა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ შეხვედრა კი ვერონას გამარჯვებით 2:0 დასრულდა, რის შემდეგაც 9 ქულა მოიპოვეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს, მათ ნაცვლად კი ეს პოზიცია ლუკას გუნდს ერგო.
შემდეგ შეხვედრას კრემონეზე შინ 14 იანვარს მონცას წინააღმდეგ ჩაატარებს.