პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული ყოფილი სამართალდამცველის საქმეზე გადაწყვეტილებას, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. საუბარია გიორგი მღებრიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე.
მომხდარის დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ დაკავებულს ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის არც განზრახვა და არც მოტივი არ ჰქონია.
მოკლული და ბრალდებული მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ.
მღებრიშვილმა სამინისტრო რამდენიმე თვის წინ დატოვა და კადრების განკარგულებაში იყო, რის გამოც, მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.