ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექსპრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შურისძიებაზე აგებული დამოკიდებულება უნდა შეცვალოს და პატიმარს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით კი ,მიხეილ სააკაშვილის პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში "ქართული ოცნების" პოლიტიკური ფინალი მძიმე იქნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორიგ სასამართლო პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა. გუშინდელ პროცესზე უცხოელ ექსპერტი, ემანუელ ლაჰანი დაკითხეს