არეულობა ბრაზილიაში. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრაზილიის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ქვეყანაში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, სამთავრობო შენობებს სრულად პოლიცია აკონტროლებს. როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რამ გამოიწვია ათასობით მომიტინგის პრეზიდენტის სასახლესა და სხვა სამთავრობო შენობებში შეჭრა.