მორიგი თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე. ხარკოვის ოლქის შევჩენკოვოს დასახლებაში რუსულმა ძალებმა, ბაზარზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სარაკეტო თავდასხმას 60 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა. მაშველები ნანგრევების წმენდას ამ დრომდე აგრძელებენ.