უკრაინა საქართველოსგან იმ იარაღის უკან დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საკუთარ სტატიაში წერს, რომ მეგობარი ქვეყანა საქართველოსგან ამერიკული ჯაველინის სისტემების გადაცემასაც ითხოვს - რა განცხადებები მოჰყვა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის სტატიას და როგორ აფასებს ქართული პოლიტიკური სპექტრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაწეული დახმარების უკან დაბრუნების მოთხოვნას.