მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე - ციხეში ყოფნის ეშინია - ქალები უძლებდნენ რაღაცას, ეწირებოდნენ შანთებს და პალატაში რომ წამოგორებულხარ და იქ ვერ გაგიძლია, სირცხვილია - Palitra News

მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე - ციხეში ყოფნის ეშინია - ქალები უძლებდნენ რაღაცას, ეწირებოდნენ შანთებს და პალატაში რომ წამოგორებულხარ და იქ ვერ გაგიძლია, სირცხვილია

2023-01-09 19:57:27+04:00

როცა უნდა ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა უკრაინელია, -გმირი კაცი, ერშიც გმირია, ბრძოლაშიც და ციხეშიც, მაგან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია. ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან არ უნდა გამოეშვათ, „უნდა დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე და ეს ამბები არ იქნებოდა“.აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.