აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, ირანში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. თეირანში აქცია საპატიმროს წინ ჩატარდა. ამ დროისთვის ირანის სასამართლოს 17 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი, მათგან ოთხი - უკვე აღსრულებულია. ირანი საკუთარ მოქალაქეებს ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო სჯის.