პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ პოლონურ გამოცემა PAP-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს.
მალგოჟატა გოშევსკას განცხადებითვე, ბოლო კვირებში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და წონაში კლება, სავარაუდოდ მისი ნეიროტოქსინებით მოწამვლის შედეგია.
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინა.