თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდიანრეობს. თავად ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ ესწრება. ამ წუთებში იკითხება ამერიკელი ექსპერტი, ნევრლოგი ემანუელ ლახანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე საუბრობს რომელიც ექსპრეზიდენტს ჩაუტარდა.