პანდემიის შემდეგ სარესტორნო ბიზნესი სრულად აღდგა, თუმცა სექტორისთვის გამოწვევა ახლა კადრების დეფიციტია. 2022 წელი ისე დასრულდა, რომ ეს პრობლემა სექტორისთვის კვლავ მწვავედ იდგა.სფერომ დაკარგა დაახლოებით 40%-მდე, როგორც რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე მუშახელი. ამის ერთდროულად აღდგენა ბუნებრივია საკმაოდ რთულია. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ვერ ახერხებენ ახალი ფილიალების გახსნას, ახალი ბიზნესის დაწყებას კადრების დეფიციტის გამო.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანას, დაახლოებით 55 ათასამდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჰყავს ყოველი წლის ბოლოს და აქედან მხოლოდ 5 ათასი მოდის პროფესიულ სასწავლებლებზე.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროფესიული სწავლების მიმართ სტუდენტების დაინტერესება გაიზარდოს, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ არა მხოლოდ სარესტორნო ბიზნესში, ასევე თუნდაც სასტუმროების და სხვა სფეროებში კადრების დეფეციტი? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე