საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
„ჩემი შვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. საწამლავია ორგანიზმში, მოგეხსენებათ, მძიმე მეტალები, რომლის როგორმე გამოდევნა უნდა მოხდეს. მე არ ვიცი როგორ. აქ ამას ვერ ახერხებენ, სასწრაფოდ არის მისი გაყვანა საჭირო. ძალაშია ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, უნდა იყოს გაყვანილი ადამიანი, რომ გადარჩეს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ობიექტურ შედეგამდე უნდა მივიდეთ“, - განაცხადა ალასანიამ.