8 იანვარს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი წარმატებული გაცვლა მოხდა. სახლში 50 ჯარისკაცი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების და საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, ეროვნული გვარდია და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.
„33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი. ჩვენ დავაბრუნეთ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დატყვევებული ადამიანები, ასევე მარიუპოლის დამცველები, ბიჭები დონეცკის მიმართულებიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის, ჩერნიგოვის, ხერსონის რეგიონებიდან”, - წერს იერმაკი.