თბილისში მკვლელობა მოხდა - მოკლულია პოლიციელი - Palitra News

თბილისში მკვლელობა მოხდა - მოკლულია პოლიციელი

2023-01-08 14:00:30+04:00

თბილისში პოლიციელი მოკლეს. არსებული ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.