პუტინის გაუკუღმართებული ლოგიკა: რუსეთი სასტიკად უტევს უკრაინას, კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ანადგურებს ქალაქებს. ის ადანაშაულებს დასავლეთს უკრაინელების უფლების მხარდაჭერაში, დაიცვან თავიანთი და შვილების სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, სინამდვილეში, დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას რუსი მკვლელებისგან.
„რეალობა განსხვავებულია: დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას, რომელიც იცავს თავისუფლებას რუსი მკვლელებისგან, რომლებიც შემოიჭრნენ ჩვენს სახლებში“, - წერს პოდოლიაკი.