თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო. ეპისტოლეში ილია მეორემ შობა უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს და მოზარდებს მიულოცა. ეპისტოლის თანახმად, შობის დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, თითოეული ჩვენგანის ტკივილზე და იმედით გვავსებს. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ სამართლიანობისა და ერთანობისათვის ზრუნვა დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკურად რთული ადგილი უკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.