უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის მომზადების საკითხზე ისაუბრეს. დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს მათ 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტის მომზადების პროცესი დეტალურად განიხილეს. მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან საუბრისას ასევე განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა სამხედრო დახმარება, სანქციები და ირან-რუსული თანამშრომლობა.