ბელგიის პროკურატურა განცხადებით, ქისტაურის გარდაცვალების საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. უწყების ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა 2 იანვარს იპოვეს, რის შემდეგაც ცხედარს აუტოფსია ჩაუტარეს, რამაც დანაშაულის ნიშნები გამორიცხა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება გუშინ დაადასტურა . საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ "საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან." ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.