კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მე-15 მცდელობისას აირჩიეს - Palitra News

კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მე-15 მცდელობისას აირჩიეს

2023-01-07 12:15:39+04:00

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს. მედიის ინფორმაციით, მაკკარტიმ სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმების მიღება მე-15 კენჭისყრის დროს მოახერხა.

მანამდე, კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3 დღის განმავლობაში 14 კენჭისყრა გამართა, მაგრამ სპიკერის არჩევა ულტრამემარჯვენე კონსერვატორთა ბლოკის წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.