ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ თანამოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქზე წერს, ქართველ და სომეხ ხალხებს შორის არსებულმა ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა განაპირობა. სომეხ ხალს შობას და ნათლისღებას ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც და მათ სიხარულს, სიკეთესა და კეთილდღეობას უსურვებს.