სალონიკში 24 წლის ქართველმა ორ საათში 8 ობიექტი გაძარცვა. ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებულმა აღიარა, რომ ძარცვა 2 თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. ნაძარცვი დაახლოებით 15 000 ევროს შეადგენს. ქართველი ბრალდებული, ციხიდან ოთხი თვის წინ გათავისუფლდა.