მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნაა მოსამართლე, გიორგი არევაძემ სასამართლო პროცესები ყოველდღიურად ჩაატაროს. მათი განმარტებით, აუცილებელია არევაძემ განაჩენი მალევე გამოიტანოს, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.
არსებული ინფორმაციით, მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარება მოუწიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა მეუფო ნიკოლოზმაც. მისი პოზიციით, ექსპეეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.