ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა მე-11 კენჭისყრის შემდეგაც ვერ შეძლო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კევინ მაკკარტიმ, რომელიც წინა მოწვევის პალატაში „რესპუბლიკელების“ უმცირესობის ლიდერი იყო, სპიკერობისთვის საჭირო 218 ხმა კენჭისყრის მესამე დღესაც ვერ მოაგროვა.
“რესპუბლიკელებმა” ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, თუმცა შექმნილი ჩიხის გამო პალატას წევრების ფიცის დადება და კანონპროექტების მიღება ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია, რომ 20 “რესპუბლიკელი” დეპუტატი უარს ამბობს მაკკარტის მხარდაჭერაზე. BBC-ი წერს, რომ ისინი სკეპტიკურად უყურებენ კალიფორნიის კონგრესმენის კონსერვატიულ “კეთილსინდისიერებას”.
წარმომადგენელთა პალატაში სპიკერის არჩევისთვის კენჭისყრის პროცესი დღეს გაგრძელდება.