საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ წერილებს მოქალაქეები ოკუპირებული აფხაზეთიდანაც აგზავნიან - Palitra News

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ წერილებს მოქალაქეები ოკუპირებული აფხაზეთიდანაც აგზავნიან

2023-01-05 20:29:29+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ წერილებს მოქალაქეები ოკუპირებული აფხაზეთიდანაც აგზავნიან. კამპანიის ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობაა", პარტიის წევრი, სოფო ჯაფარიძე ენგურის ხიდზე ჩავიდა და ოკუპირებული რეგიონიდან გადმოტანილი წერილები შეაგროვა. მოქალაქეების გზავნილები შეგროვდა გორში, რუსთავში, მცხეთასა და ხურვალეთში. მათი ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიტანეს.