რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მას აფასებდნენ. გარდა ამისა, მაკფოლის განცხადებით პრეზიდენტმა ბაიდენმა, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა მიმართოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით.