უკრაინის დაზვერვის ცნობით, "ვაგნერმა" ჩეჩნეთში პატიმართა დაქირავება დაიწყო - Palitra News

უკრაინის დაზვერვის ცნობით, "ვაგნერმა" ჩეჩნეთში პატიმართა დაქირავება დაიწყო

2023-01-05 15:40:16+04:00

უკრაინის დაზვერვის ცნობით, "ვაგნერმა" პატიმართა დაქირავება ჩეჩნეთშიც დაიწყო. „მობილიზებულია“ 50-ზე მეტი პატიმარი, დაწესებულებების თანამშრომლებთან კი, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ინფორმაციის გაჟონვა არ მოხდეს. რუსეთი ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს