მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანი, სხვა პარტიებისაგან განსხვავებით , სააკაშვილის გათავისუფლებაა. მმათველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მორალი არ გააჩნიათ, რადგან მათ საქართველოს კეთილდღეობა არ ახარებთ.