ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. როგორც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2023 წლის პირველ დღეებში, ჰაერის ტემპერატურამ პლიუს 18.9 გრადუსს მიაღწია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კი, 25.1 გრადუსზე მეტია. რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და დანიაშიც. შვეიცარიაში სინოპტიკოსებმა პლიუს 20 გრადუსი დააფიქსირეს. მაღალი ტემპერატურა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ნეგატიურად აისახა.