ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ადგილობრივები დაინტერესდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი აქცია, ასევე, რატომ მიაყენეს აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფა, როდესაც მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ჭორვილაში, ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან უკრაინის დროშა ჰქონდათ მიტანილი, ასევე ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას!“.